ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე დღეს, 24 მარტს, 53 წლის გახდა. მას სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა მიულოცა დაბადების დღე.
იგი ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია და მუდამ დიდ მოწონებას იმსახურებს საზოგადოების მხრიდან.
„ნინოს გაუმარჯოს. ის არა მხოლოდ ულამაზესი ქალია, არამედ ძლიერი, ნიჭიერი, წარმატებული ექიმი და ძალიან კარგი ადამიანია! მასში საოცრად ერთიანდება სილამაზე, ინტელექტი და სითბო, რაც მას განსაკუთრებულს და დაუვიწყარს ხდის ყველასთვის, ვინც იცნობს.
გისურვებ უსაზღვრო ბედნიერებას, ჯანმრთელობას და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს“, - წერს კოკი ფერაზი-ფანგანი.
„დღეს ულამაზესი, უკეთილესი, უმაგრესი ნინო ნადირაძის დღეა, მეგობრებო.
წარმატებების, სიხარულების, ბედნიერებების ოკეანე შენ, ნინ. ანათე მუდამ. მე შენ მიყვარხარ“, - წერს ლიზა გეგეჭკორი.
„დღეს ძალიან მაგარი გოგოს, მეგობრის, დედის დაბადების დღეა. გილოცავ ნინიკო, ბედნიერი იყავი ოჯახით“, - წერს თამო მოშიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძალიან აღელვებული, ამაყი და ამავდროულად გულაჩუყებული ვარ...“ - ნინი შერმადინის მორიგი მიღწევა