Digest Logo

🎥 „მძინარეს მანქანამ თავზე გადაუარა, მის ლეკვს ხერხემალი დაუზიანა...“ - ჯესისა და მისი ლეკვის ბუთას გადარჩენის ისტორია

1742455818
ჯესი და მისი ლეკვი

ჯესი 5 წლის მეტისია, რომელიც მცხეთაში ერთ-ერთ კვების ობიექტთან, თავის ლეკვ ბუთასთან ერთად ცხოვრობდა. 

24 თებერვალს ჯესი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაზიანდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მძინარე ძაღლს მანქანამ თავზე გადაუარა. ჯესიმ ზედა და ქვედა ყბის მძიმე მოტეხილობა მიიღო. 

ავტოსაგზაო შემთხვევას „თათების იმედის“გვერდის გამომწერი შეესწრო, ძაღლი თბილისში წაიყვანა და დახმარების თხოვნით ჟურნალისტებს დაუკავშირდა. 

როდესაც ძაღლი კლინიკაში მიიყვანეს, ექოსკოპიის გადაღების შემდეგ, ექიმმა თქვა, რომ მას თვალები და შინაგანი ორგანოები დაზიანებას გადაურჩა. თუმცა სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. 

ცუგას ყბა 5 ადგილას ჰქონდა მოტეხილი, მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და ოპერაცია 4 საათს გაგრძელდა.

„თვე ნახევარი გვინდა იმისთვის, რომ ეს ძვალი შეხორცდეს, მოტეხილობა იყო წრიულად, მთელს სიგრძეზე. ადევს ტიტანის ფირფიტა და ქვედა ყბა აქვს დაფიქსირებული“, - ამბობს ვეტექიმი. 

ვრცლად, ნახეთ რუბრიკის „თათების იმედი“ სიუჟეტი👇

ასევე დაგაინტერესებთ:

„ოქროს გოგო, რანაირად ხარ ასეთი ლამაზი?“ - ნინო გაჩეჩილაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს

„ჩემო სიყვარულო, გილოცავ...“ - ირინა ონაშვილის შვილი 8 წლის გახდა

🎥 ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც თაობებს გენეტიკურად გადაეცემა - მედიცინის დოქტორის განმარტება