თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტო სესიებით და განცხადებებით მიიპყრო. თამო პროფესიით ფოტო მოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში.
ამის გარდა, იგი სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია და რამდენიმე თვის წინ, ვენეციის კინოს ფესტივალზეც იმყოფებოდა, სადაც მსოფლიოს ვარსკვლავებს საკუთარი თავის მოვლის ხაზი წარუდგინა.
თამოს გასვლას ვენეციის კინოს ფესტივალზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სწორედ ამის შესახებ იგი გადაცემა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“, საუბრობს.
„მე არ ვბრაზდები ჰეითერებზე და იმ ქალებზე, ვინც ნეგატიურ კომენტარებს მიწერენ, რადგან არ ვიცით როგორი წრე ჰყავთ, როგორი ოჯახი და ქმარი ჰყავთ და როგორი ცხოვრება აქვთ. შეიძლება ისინი ასე არც ფიქრობენ, მაგრამ ვიღაცამ ცუდი რაღაც დაწერა და იმას აჰყვა.
მე არ ვჩერდები და ხელსაც არ ვიქნევ რადგან არ მაქვს ამის უფლება, რადგან პატარა თამომ იმდენი რამ გადაიტანადა იბრძოლა ახლა არ უნდა გავჩერდე და ეს ბრძოლა წყალში არ ჩავყარო. ამ წელს 5 დღეც კი არ დამისვენია. მე ვარ ადამიანი, რომელიც ყველა მომენტს იყენებს იქ, სადაც არის და დღემდე ვქმნი ჩემ თავს.
მინდა ჩემ შვილებს განათლება და თავისუფლება მივცე, რაც მე არ მქონია. წარმოიდგინეთ მე რომ ინგლისური ვიცოდე და განათლება მქონდეს, რამდენ რამეს გავაკეთებდი“, - ამბობს თამო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რა ღირს ქურთუკი, რომლითაც ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე ნაკრების შეკრებაზე მივიდნენ?