
ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვის ბაბუა ნუგზარ ცეცხლაძე აცხადებს, რომ ბავშვები მასთან ახლოს თამაშობდნენ, როდესაც თხრილი ვერ დაინახეს და ჩავიდნენ.
უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვის ბაბუამ ყველას მოუწოდა, რომ ცრუ ინფორმაციები არ გაავრცელონ.
„მანქანას ვაკეთებდი, ყურადღების ქვეშ მყავდა ბავშვები და აქვე თამაშობდნენ. წყლის დაგუბება მოხდა წვიმის შედეგად, ვერ შეამჩნია ბავშვმა და ჩავარდა. იმის გაჭირვება ჩვენ არ გვქონდა, რომ ჯართი მოეკრიბა. ჯართიც არ იყო საერთოდ, ეს არის ცრუ ინფორმაცია. თამაშობდნენ ბავშვები, უბრალოდ თამაშობდნენ, სეირნობდნენ და უცბად ჩავარდნენ. მე ისედაც გამწარებული კაცი ვარ და ყველას ძალიან ვთხოვ, ასეთი ცრუ ინფორმაციები არ გაავრცელონ“, - განაცხადა გარდაცვლილის ბაბუამ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ოჯახის დანგრევა ისე განვიცადე, დიაბეტი დამემართა...“ - როლანდ ოქროპირიძე