Digest Logo

„მე მიკვირს იმ კაცთა საქციელი, ვინც ელისაშვილს ამართლებს... ეკლესიის თანხებზე გაკივით კონტროლი-გამჭვირვალობაო და თქვენზე რა???“ - მიტროპოლიტი ანტონი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

1713254115
მიტროპოლიტი ანტონი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მოულოდნელად თავს დაესხა და თავში ჩაარტყა.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონი აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება და საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

„რა თქმა უნდა მთელი ეს დღეებია თვალყურს ვადევნებ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს...
ვფიქრობ ჩემთვის გამოვთქვა - არ გამოვთქვა ჩემი აზრი, ვიცი ორად გაყოფილ საზოგადოებაში აზრის გამოთქმის შედეგი...

ვისაც ესიამოვნება მათთვის სამაგალითო სასულიერო პირი ვიქნები, ვისაც არა როგორც სასულიერო პირს შემომიტევს რა შენი საქმეაო, ჰოდა ვარ ასე გაორებული, არადა პირდაპირ ვხედავ, როგორ ფუთავენ ცუდს კარგის სამოსში... ამაზე მოგვიანებით...

მე მიკვირს იმ კაცთა (და არა ქალთა) საქციელი, ვინც ელისაშვილს ამართლებს, (სიმართლე გითხრათ ელისაშვილის სახე რომ ვნახე, მდინარაძე შემიყვარდა)

ალეკო, რომელსაც ვაჟკაცობის მაგალითებზე ისტორიული გადაცემები მიჰყავს ასე მუხანათურად თუ მოიქცეოდა არ მეგონა, მთელი სხდომა გასუსული იჯდა და უცებ, ვფიქრობ ვიღაცის შეკვეთით გააკეთა ის რაც ვნახეთ - „ჩიჩური“...
ეს იყო აშკარად დამარცხებული კაცის გამოხატულება, ან რაღაც პროვოკაციულის წამოსაწყობად გამიზნულის ნიშანი, რასაც ვერ თუ არ მოყვა სცენარი.

ამის შემდეგ უფრო ჩავუჯექი, გადავახვიე და ვუყურე მსჯელობებს, გეფიცებით მე იქ ვერ ვნახე ოპოზიციის ვერც ერთი არგუმენტი... აშკარაა, რომ გულანთებულ ხალხს ატყუებენ, კარგი ამაზეც არ გავაგრძელებ...

მიტინგზე, რომ შეძახილებია ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო და ა.შ,

რომელი საქართველოს გაუმარჯოს, ვინ ყვირის ამას, უსამშობლოობას რომ ქადაგაბენ და „ლგბტს“, რომ მხარს უჭერენ და ეკლესია და ყველაფერი ქართული რომ სძულთ? თან რომ არ მალავენ? რამ დაგაბრმავათ, რუსეთს რომ გიხსენებებ, იციან გეკეტება გონება...

მადლობა ელჩებს, როგორც იქნა დაგმეს ელისაშვილის ქმედება... მაგრამ არგუმენტალურად ვერც ისინი ადასტურებენ კანონის უვარგისობას, უბრალოდ რა ქნან, შავ ფულს ვეღარ შემოუშვებენ „ენჯეოების“ საკვებად...
თქვე დალოცვილებო, ეკლესიის თანხებზე გაკივით კონტროლი-გამჭვირვალობაო და თქვენზე რა???” - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „დღეს შეიჭერით თმა, რადგან ის მოგიტანთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს“ - 16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

⭕„მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი, რომელიც 14 წელიწადში ერთხელ ხდება“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

⭕15-დან 23 აპრილამდე ყველაზე ხელსაყრელი დღეებია - „ყველა, ვისაც აღნიშნულ პერიოდში შრომა არ დაეზარება, დიდ წარმატებას მიაღწევს“