ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი გააკეთა. მისი თქმით, გვაქვს 2 მნიშვნელოვანი მოვლენა, 17 და 19 აპრილს, რაც 14 წელიწადში ერთხელ ხდება.
ასტროლოგი საზოგადოებას მოუწოდებს, მიმდინარე კვირაში გააქტიურდნენ და მაქსიმალურად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რასაც ვარსკვლავები გვიწინასწარმეტყველებენ.
„საინტერესო კვირაა, პოზიტიური ენერგოველია, გვაქვს საინტერესო მოვლენები. ამ კვირაში გვაქვს ძალიან საინტერესო მოვლენები, პირველი და უმთავრესი არის 17 აპრილი, რომელიც 14 წელიწადში ერთხელ ხდება.
21 რიცხვის ჩათვლით, იუპიტერი(გამარჯვების მმართველი პლანეტა), ამავდროულად ტურიზმის, სპორტის, პოლიტიკის მმართველი პლანეტა კუროს ზოდიაქოს უერთდება თეთრ მთვარესთან, სელენასთან და მოულოდნელობების მმართველ პლანეტა ურანთან ერთად.
მოულოდნელი სიხარული, მოულოდნელი წარმატება, შენაძენი და სხვა ბევრი მოულოდნელი ბევრი ცვლილება იქნება. ამ დღეების დაკარგვის უფლება არ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება კუროში და რა არის კურო? შემოსავალი, ფინანსები, ბიზნესი ხელოვნების ფართო სპექტრი და ეს ყველაფერი სტაბილურ ელფერს იღებს. ყველა ამ სფეროში წარმატების შანსები თვალში საცემია.
ამ დღეებში უნდა იაქტიუროთ, იმოძრაოთ, ხალხი შეაწუხოთ, კომუნიკაცია დაამყაროთ, ხელშეკრულებები დადოთ და მოლაპარაკებები აწარმოოთ. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი.
მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა 19 აპრილსაა. მზე ტოვებს ვერძის ზოდიაქოს და გადადის კუროსთან 20 მაისამდე.
ეს ის მოვლენაა, როდესაც შემოდის სტაბილურობა, ერთგულების ფაქტორი, ადამიანები იქნებიან უფრო შეუპოვრები, ჯიუტები, მომთმენი, მაგრამ მთლიანობაში კარგია. კურო ყველაფერს ალაგებს და ამშვიდებს.
ახალი მეგობრების წრე, მგზავრობა-მოგზაურობის, ტურიზმის მოულოდნელი შანსები შეიძლება გამოჩნდეს.
ამიტომ, მნიშვნელოვანი, სასიკეთო კვირაა და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ გამოიყენოთ.
გაითვალისწინეთ გეომაგნიტური დღეები. ორშაბათი, სამშაბათი, შაბათი“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორი სიდედრები და დედამთილები არიან ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები
⭕ისრაელმა ირანის მიერ გაშვებული დრონებისა და რაკეტების 99% ჩამოაგდო - დანიელ ჰაგარი