Digest Logo

„მე შოკში ვიყავი, მომატყუეს თითქოს საავადმყოფოში იწვა...სულ ვეუბნებოდი, ეს არ არის შენი საქმე“ - გულისა აბრამიძე შვილის მკვლელზე

1769023107
გულისა აბრამიძე.

2024 წლის 18 სექტემბერს თბილისში ავთანდილის ქუჩა N8-ში საკუთარ ბინაში ცნობილი ტრანსგენდერი ქალი, 36 წლის კესარია აბრამიძე მეზობლებმა დანით დაჩეხილი იპოვეს. სასამართლო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ქალი სისხლისგან დაიცალა.

კესარიას მკვლელობის საქმეზე კი დაკავებულია მისი მეგობარი - ბექა ჯაიანი.

კესარიას დედა შვილის მკვლელობის შემდეგ პირველად გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში. გულისა აბრამიძე კესარიას გარდაცვალების დღეს იხსენებს:

„არ ამბობდა რომ რთულ სიტუაციაში იყო. გვიყვარს ერთმანეთიო ამბობდა. ასეთი სიტუაცია თუ იყო მე არ ვიცოდი. იმიტომ რომ არ მეუბნებოდა რომ მენერვიულა. როგორც ადამიანი შეიძლება გაიგოს მისმა ოჯახმა, მაგრამ არ მომწონდა ტიპურად. დიდ ბოდიშს მოვიხდი დედამისთან, მაგრამ სულ ვეუბნებოდი, ეს არ არის შენი საქმე. სულ უხეში მიმართვები ჰქონდა ამ ბიჭს, ჩვენსავით თბილი და ადამიანური არ იყო. კესო ამბობდა რომ უყვარდათ ერთმანეთი.

ბოლომდე უნდა გაეზიარებინა მეგობრებისთვის სიმართლე. რომ უხეში იყო. არ იქცეოდა კარგად. ისეთი ძლიერი იყო რატომ დამალა არ ვიცი. ასეთი პოპულარული ადამიანი ხარ და არ გინდა სააშკარაოზე გამოიტანო პირადი. შეიძლება ეს საკუთარი თავის პატივისცემისთვის გააკეთა. შეყვარებულებს სუ რაღაც აქვთ უსიამოვნება, თუმცა ასე დეტალებში არაფერი ვიცოდი.

საშინელება იყო ის დღე, მე შოკში ვიყავი, არ უთქვამთ მომატყუეს თითქოს საავადმყოფოში იწვა. ძალიან ძნელია ამის გაგრძელება უკვე არ მინდა“, - იხსენებს გულისა აბრამიძე.