Digest Logo

„მე წავიკითხე ნუცას წერილი და სახარებაზე დაფიცება...ყველა მათგანი, ჩემთვის პუტინის მონაა“- რას წერს ნუგზარ სულაშვილი

1687691804
ნუგზარ სულაშვილინუგზარ სულაშვილი

ქართველმა ცნობილმა სახეებმა მოსკოვში კონცერტი გამართეს. ესენი არიან: ნუცა ბუზალაძე, მეგი გოგიტიძე, დათო ხუჯაძე, მიშო სულუხია, ხვიჩა მაღლაკელიძე... სოციალურ ქსელში ნუცა ძალიან ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა და გულის წყვეტა გამოთქვეს მის ასეთ ქმედებაზე. ნუცამ კი საპასუხოდ ფეისბუკ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხსნის თუ რატომ იმყოფებოდა რუსეთში. აღნიშნულ ფაქტს AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მე წავიკითხე ნუცას წერილი და სახარებაზე დაფიცება.

პრობლემა ის კი არ არის, რომ მეგობართან ჩახვიდე და უმღერო, პრობლემა გარემოცვაა.

ჩემთვის პირადად ნაკლებად მნიშვნელოვანია, შენ, „ალტინფოსთან“, პავლიაშვილთან და ხუჯასეთან მოსკოვში იმღერებ, თუ თბილისის ფილარმონიაში.

ყველა მათგანი, ჩემთვის პუტინის მონაა.

ნებისმიერი მათგანი ხვალ პარიზში რომ მოვიწვიო კონცერტზე, იმას კი არ იტყვიან, პარიზია, სულაშვილმა მიიწვია და მერე რა მოხდაო? იტყვიან, რომ სულაშვილმა ბებიამისისა მიირთვა და სალანძღავია-ო.

ჰოდა მართლებიც იქნებიან“,- წერს სულაშვილი.
 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „კარგი გაკვეთილია მისთვის“ - ნინი შერმადინი ნუცა ბუზალაძეს მხარდაჭერას უცხადებს

🔵 „შენ კაცი რანაირად მეგონე ნეტა? ბებიაჩემისდროინდელი იუმორით და სუსის აგენტური დავალებების შესრულებით...“ - რატომ დაუპირისპირდა მაკა რაზმაძე იუმორისტ პაატა გულიაშვილს?

🔵 „ძალიან დაგწყვიტეთ გული... ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას“ - ნუცა ბუზალაძის პირველი კომენტარი

🔵 „იძულებითი იყო ბოდიში? - ცხადია. მიიღეთ ჩემი აუცილებელი საყვედური და ამავდროულად გამოწვდილი ხელიც“ - რას წერს გიორგი კეკელიძე