ალბათ ბევრმა არ იცის, რომ კოლეჯის დასრულების შემდეგ „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილი ქარხანაში მუშაობდა. საშენმასალათა კომბინატში ის დეკორატიულ ფორმებს და ქანდაკებებს ქმნიდა.
აღნიშნულ თემაზე მოცეკვავემ გადაცემაში „პირველი ხაზი“ ისაუბრა.
„მე რომ აკადემია დავამთავრე, იმ წლებში აუცილებელი იყო, რომ სამსახური გქონებოდა, უმუშევრად ყოფნა არ შეიძლებოდა.
მამაჩემმა მითხრა, ანსამბლში გაგაფორმებ რამედო, თუნდაც მხატვრადო. ამაზე აღვშფოთდი, როგორ შეიძლება ასე, თუ მინდა, მე თვითონ გავფორმდები-მეთქი და ქარხანაში დავიწყე მუშაობა. ისანში, ნავთლუღში საშენმასალათა კომბინატი იყო და იქ ვმუშაობდი.
1 წელი ვიმუშავე. ჰქონდათ ძალიან კარგი თიხა, რაც ძალიან მომწონდა და კეთდებოდა ხელსაბანებს და აბაზანებს.
გაფორმებული ვიყავი მუშად, მაგრამ ვქმნიდი ქანდაკებებს, დეკორატიულ ფორმებს, რაც დღეს ჩემთვის ჰობია და არა პროფესია“, - ამბობს ნინო სუხიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ქართველი მთა-კაცი და გმირი“ - The New York Times მამარდაშვილს ვრცელ სტატიას უძღვნის