
მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და მომღერლის გათხოვების შესახებ არაერთი ჭორიც დადიოდა.
ჟურნალი „ok!“ თიკა ჯამბურიას მორიგი საინტერესო ინტერვიუ შემოგვთავაზა:
- რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში მუსიკას და რა ადგილი – სამზარეულოს?
ჩემი ოჯახისა და ჩემი შვილის შემდეგ მუსიკა ჩემს ცხოვრებაში პირველ ადგილზეა. მუსიკის გარეშე, უბრალოდ, არ ვარსებობ. მომღერალი ჩემი სურვილიდან გამომდინარე გავხდი. ეს არ იყო მშობლების მოთხოვნა. ეს პროფესია ავირჩიე იმიტომ, რომ ჩემში მუდმივად ცხოვრობდა სურვილი, ვყოფილიყავი მომღერალი. ამიტომ მუსიკა არის და მუდამ იქნება ჩემთვის ნომერ პირველი. ამის გარდა, თუ რაიმე პროფესიებს შევიძენ, ეს ყოველთვის მეორეხარისხოვანი იქნება.
- გარდა პროფესიული ცვლილებებისა, განიცადე თუ არა პერსონალური, პიროვნული ტრანსფორმაციაც?
დღეს მე ვერ ვიტყვი, რომ პროფესიონალი მზარეული ვარ. ჩემგან ეს არ იქნება სწორი. ამ პროფესიის დასაუფლებლად ადამიანები ძალიან დიდ გზას გადიან, ბევრს სწავლობენ და ამ ყველაფერს უდიდეს დროს უთმობენ. მე ეს გზა არ გამივლია, მე მხოლოდ ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე და დიდი სიყვარულით შევქმენი კაფე. კი, რა თქმა უნდა, პიროვნული ტრანსფორმაცია განვიცადე, გავიზარდე და საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობები ავიღე საკუთარ თავზე, ბევრი რამ გადავაფასე, გავაანალიზე და ამ ყველაფერმა უამრავი პოზიტიური რამ მოიტანა ჩემს ცხოვრებაში. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ის ბავშვური თიკა აღარ ცხოვრობს ჩემში.
- ამ ყველაფერთან ერთად შეიცვალა შენი სხეულიც. როგორი იყო ეს პროცესი და რა გაძლევდა მოტივაციას?
როდესაც წონას იკლებ, ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა საკუთარ თავზე. ამას ძალიან დიდი ნერვები, დრო და მონდომება სჭირდება. დღეს ვამაყობ საკუთარი თავით, იმიტომ, რომ მე ეს შევძელი. ამ მიზნის მისაღწევად ძალიან დიდი დრო, დაახლოებით 12 წელი დამჭირდა. ახლა ძალიან მომწონს ჩემი თავი. მინდა ყველა გოგოს, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს, ვუთხრა, რომ ისინი ძალიან ლამაზები არიან. მე, სამწუხაროდ, ვერ შევძელი, მაგრამ მჯერა, რომ ვინმე აუცილებლად დაარღვევს სილამაზის დამკვიდრებულ სტანდარტებს და ერთხელ და სამუდამოდ შეწყდება ბულინგი წონასთან დაკავშირებით.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ესეც მამას ულამაზესი სიმღერა...“ - რა კადრებს აქვეყნებს რატი დურგლიშვილი
🎥 მარტივი რიტუალი ვალების მოსაშორებლად - დაგჭირდებათ კალამი, ფურცელი, სანთელი და თეფში
წყარო: okmagazine.ge