ცხოველების მოყვარული, ლამაზი, დაბნეული და თავისებური გოგონა სერიალიდან „შუა ქალაქში“ ხომ გახსოვთ? რა თქმა უნდა გახსოვთ, ეს ხომ ანანოა.
ანანოს როლის შემსრულებელმა, მარიამ ჯოლოგუამ ხალხის დიდი სიყვარული, სწორედ ამ პერსონაჟის დახმარებით მოიპოვა.
მსახიობი გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ იმყოფებოდა, სადაც სერიალი „შუა ქალაქში“ გაიხსენა.
„ძირითადი შემადგენლობიდან ერთადერთი ვარ, ვინც თეატრიდან არ მისულა, პირიქით, სერიალიდან წავედი თეატრში.
ასაკით ჯაბა და გოგა 1 წლით უმცროსები არიან. მაშინ ისინი უკვე შემდგარი მსახიობები იყვნენ. 6 უნდა ვყოფილიყავით და 8 გავხდით, რადგან ღლონტების გარეშე არაფერი გამოდიოდა.
კინო გამოცდილება არ მაქვს დიდად, სხვა სერიალებში ვყოფილვარ, მაგრამ უფრო მაინც თეატრს ჰგავდა.
პოპულარობა ძალიან მალე მოვიდა. მეძახდნენ ანანოს, მიცნობენ როგორც ანანო და ამაზე ცოტა აგრესია მქონდა, რადგან მე აღარ ვიყავი მე. ცოტა დამაკომპლექსა ამ ყველაფერმა.
სერიალიდან წასვლაზე არასდროს მიფიქრია“, - ამბობს მარიამ ჯოლოგუა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ უნდა გადადგათ სწორი ნაბიჯები გამძაფრებული ინტუიციის დახმარებით