Digest Logo

VIDEO: მეგი ბაქრაძე მშობლიურ სოფელ ენთელში დაკრძალეს

1616502943
ექთანი

კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი ექთანი მეგი ბაქრაძე მშობლიურ სოფელ ენთელში დაკრძალეს.

იგი, წინასწარი მონაცემებით, ვაქცინაციის მძიმე გვერდითი მოვლენის, ანაფილაქსიური შოკის განვითარების გამო გარდაიცვალა.

ექთანს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ.

მეგი ბაქრაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა 18 მარტს, ახალციხის „იმედის“ კლინიკაში გაიკეთა. იგი ამავე სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი იყო.

ექთნის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო იკვლევს, მისთვის გაწეულ სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტო აწარმოებს მოკვლევას.

ოჯახი საქმეზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. ადვოკატის თქმით, დასადგენია უნდა ჩატარებულიყო თუ არა ვაქცინაცია და რამდენად სწორი და დროული იყო სამედიცინო დახმარება, რომელიც „იმედის“ კლინიკაში ექთანს გაუწიეს.

მეგი ბაქრაძე 24 მარტს 28 წლის გახდებოდა.