Digest Logo

„მეგობრებო კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით გავერთიანდეთ დათიკოსთვის, მათთვის 1 ლარიც მნიშვნელოვანია... გთხოვთ პოსტი გადააზიაროთ“ - თეა ცხადაძე მიმართვას ავრცელებს

1721763477
 თეა ცხადაძე

შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებული დათი ქოქრაშვილს კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება, რომელიც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ისრაელში მცხოვრები ქართველი, ოჯახის ახლობელი თეა ცხადაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„მეგობრებო და მსოფლიოში ქართველო ემიგრანტებო! კიდევ ერთხელ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით გავერთიანდეთ დათიკოსთვის .

ყველამ ვიცით, პატარა დათიკო დედ-მამასთან ერთად იმყოფება ამერიკაში, სადაც აგრძელებს მკურნალობას. ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით ამ ოპერაციას.  

დათიკოს უტარდება რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაცია, რომელიც ტარდება რამდენიმე ეტაპად.

პირველი ეტაპი დაგეგმილია 9 აგვისტოს. ამერიკაში მკურნალობა მოგეხსენებათ ძალიან დიდი ხარჯია და გთხოვთ ვისაც რა შეგვიძლია, კიდევ ერთხელ დავუდგეთ ოჯახს. მათთვის 1 ლარიც მნიშვნელოვანია 

GE90BG0000000101545483
საქ. ბანკი. მიმღები დედა ქრისტინე მამუკაშვილი
#GE05TB7962745064300024
ტბს. ბანკი
მიმღები დედა ქრისტინე მამუკაშვილი
სიკეთე გადამდებია. გთხოვთ პოსტი გადააზიაროთ“, - წერს თეა ცხადაძე სოციალურ ქსელში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რუსკა ქარქაშაძის 5 გამორჩეული ლუქი

⭕ 🎥 „დათო ლიკლიკაძე არის ადამიანი, რომელმაც წარმატების მისაღწევად ყველაფერი გამოიყენა“ - როგორ ახასიათებს თავს დათო ლიკლიკაძე

⭕„ჩემი კაცი“ – ზურიკო დავითაშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს