Digest Logo

„მეგონა, ქართველები მადლობას მეტყოდნენ, ძალიან უცნაურია“ - პუტინი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ

1685121314
ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ქართველების რეაქციამ გააკვირვა. როგორც RIA Novosti წერს, პუტინმა საზოგადოებრივი მოძრაობის, „საქმიანი რუსეთის“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქართველებისგან მადლობას ელოდა.

„ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო ის რეაქცია, რომელიც ამას [სავიზო რეჟიმის] გაუქმებას მოჰყვა. მეგონა, რომ ყველა იტყოდა - მადლობა, ეს კარგიაო - მაგრამ არა, იქ ამ თემაზე სრულებით გაუგებარი ქარიშხალი ატყდა. ძალიან უცნაურია და სიმართლე ითქვას, მოულოდნელია. როცა გვერდიდან ვუყურებ, ვფიქრობ - სულ შეიშალნენ? რა ხდება იქ, მათთან, გაუგებარია“, - განაცხადა პუტინმა. 

შეგახსენებთ, 10 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი გაუუქმა.