
85 წლის ზოია ნაცვლიშვილი, იგივე გრეტა, მოდის ექსპერტის, ბლოგერის და დიზაინერის დალი ჩიტალაძის დედაა, რომელიც შვილთან ერთად გადაცემის „სხვა რაკურსის“ სტუმარი იყო, სადაც მან ბავშვობასა და სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრა:
„ვიყავი მეხუთე შვილი, მქონდა წარმატებული ბავშვობა. ბოლოს მთლად დავამახსოვრე თავი ყველას, ვიყავი ჭკვიანი, ვსწავლობდი კარგად.
გავთხოვდი 22 წლის ასაკში. ჩემი და მელოდებოდა, თბილისიდან მივდიოდი კასპში, მატარებლის სადგურში მელოდებოდა. მაგ დროს მისულა ჩემი მეუღლე და ვის ელოდებიო შეეკითხა. უთხრა ჩემი და ჩამოდის და უნდა დავხვდეო. ჩამოვედი და მაშინ გავიცანი. მომეწონა, ძალიან ლამაზი იყო და თურმე უკვე გულში ჩავვარდნილვარ, მეორე დღესვე მითხრა, უთქვენოდ ვეღარ ვიარსებებ და თანხმობა მომეცით, შევხვდეთ ხოლმეო“, - ამბობს ზოია ნაცვლიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: