
სოციალურ ქსელში „სუხიშვილების“ ოფიციალურ გვერდზე 60 წლის ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ ხელმძღვანელის, ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ნინო სუხიშვილის ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ის ცეკვაზე „აფხაზური“ საუბრობს:
„ჩვენ რასაც ვაკეთებთ არის აბსოლუტურად ეროვნული, ქართული, ტრადიციული და ჩვენზე კარგად ჩვენი წინაპრების, ოჯახის ტრადიციებს ვერავინ დაიცავს.
მახსოვს, 80-იან წლებში როდესაც ნინო რამიშვილმა დადგა ცეკვა „აფხაზური“ რამხელა კრიტიკა მოჰყვა. კიდევ კარგი მაშინ ასე აქტიურად არ იყო სოციალური ქსელი. გული მწყდება, რომ ბებიაჩემს და ბაბუაჩემს საფლავში ატრიალებენ გაუგონარი მიზნის გამო, თან იმდენს, რომ ალბათ იქ აუცილებლად ცეკვავენ...“, - ამბობს ნინო სუხიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ქეთო თოფურიძემ დაბადების დღე პარიზში ნინი ბადურაშვილთან ერთად აღნიშნა - კადრები წვეულებიდან