აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და ნურმაგომედოვების გუნდს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
გავრცელებული ცნობით, ნურმაგომედოვების გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი 50-50 ათასი დირჰემის ოდენობის ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
„ექსკლუზივი!
ნურმაგომედოვების გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს - ისინი 50-50 ათასიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 11 ნოემბერს აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ინციდენტის შემდეგ საქმეში ადგილობრივი სამართალდამცველები ჩაერთნენ.
საბა ლაზიშვილის ძმის, ზვიად ლაზიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან.