Digest Logo

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში დამარცხდა

1792874783
მერაბ დვალიშვილი

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დაბრუნება ვერ მოახერხა. აბუ დაბიში გამართულ UFC 333-ის თანამთავარ ბრძოლაში დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

ეს დვალიშვილისა და იანის მესამე დაპირისპირება იყო. პირველი ბრძოლა 2023 წლის მარტში გაიმართა და ქართველის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. 2025 წლის დეკემბერში გამართულ რევანშში კი რუსმა მებრძოლმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და მერაბს საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა.

მესამე შეხვედრაში იანმა კიდევ ერთხელ შეძლო ქართველი მებრძოლის დამარცხება და ურთიერთდაპირისპირებაში საბოლოო ანგარიში 2:1 გახადა.

დვალიშვილმა ორგანიზაციის საჩემპიონო ქამარი პირველად 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხებით მოიპოვა. ამის შემდეგ მან ტიტული სამჯერ წარმატებით დაიცვა.

✕