
UFC-ს სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრის შესანარჩუნებლად შონ ო’მალის შეხვდება.
ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაითმა დაადასტურა.
უაითის თქმით, ამერიკელისა და ქართველის ბრძოლა UFC 316-ის ეგიდით, 7 ივნისს (საქართველოს დროით 8 ივნისს), ნიუ ჯერსიში შედგება.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი გასული წლის სექტემბერში სწორედ შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მიიღო, ხოლო იანვარში ტიტული უმარ ნურმაგომედოვთან დაპირისპირებაში დაიცვა.
მას MMA-ში 23 ბრძოლა აქვს ჩატარებული და 19-ში გაიმარჯვა.
რაც შეეხება 30 წლის ო’მალის, მან შერეულ ორთაბრძოლებში 21 შეხვედრა გამართა და 18 მოიგო. ის ამჟამად UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში პირველ ადგილზეა და მხოლოდ ჩემპიონ დვალიშვილს ჩამორჩება.
Taking TWO title fights to the Garden State 🏆🏆@MerabDvalishvil vs @SugaSeanMMA 2@VenezuelanVixen vs @KaylaH
— UFC (@ufc) April 1, 2025
[ #UFC316 | @Visit_NJ ] pic.twitter.com/rVZUgoK9C9
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს მომდევნო მატჩში ვერ დაეხმარება - მიზეზი ცნობილია
⭕წვიმა, ელჭექი და ძლიერი ქარი - საქართველოში ამინდი იცვლება
⭕ადგილობრივი მედია - სამტრედიაში გაუჩინარებული 72 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს