Digest Logo

მერაბ დვალიშვილმა RAF-ში მარლონ მორაესი დაამარცხა!

1794675621
მერაბ დვალიშვილ

მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა.

შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამოსვლა და მესამე გამარჯვება იყო.

ქართველი სპორტსმენი მორაესს მეორედ დაუპირისპირდა. მათი პირველი შეხვედრა 2021 წლის სექტემბერში, UFC 266-ზე შედგა, სადაც დვალიშვილმა ბრაზილიელი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მერაბ დვალიშვილმა ტურნირზე მონაწილეობა აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის მიუხედავად მიიღო. 11 ნოემბერს მას და მის მეგობარს, საბა ლაზიშვილს, სასტუმროში უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვის წევრები თავს დაესხნენ. მომხდარის შემდეგ ქართველი სპორტსმენები დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.

დვალიშვილს RAF-ის ეგიდით მანამდე ფრენკი ედგარი და ჰენრი სეხუდო ჰყავდა დამარცხებული. სეხუდოსთან განმეორებით შეხვედრაში კი მარცხი განიცადა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ ვებრძოლოთ ფრჩხილის სოკოს სახლის პირობებში - არუნ ხათრი მარტივ საშინაო მეთოდს გვიზიარებს

⭕საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

⭕ქარი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

✕