Digest Logo

„მერაბმა მითხრა, რომ ერთ დღეს UFC-ის ჩემპიონი გავხდები“ - საბა ლაზიშვილის კომენტარი გამარჯვების შემდეგ

1794682207
საბა ლაზიშვილი

აბუ-დაბიში გამართულ Real American Freestyle (RAF)-ის ტურნირზე UFC-ის ლეგენდის ურაია ფეიბერის სენსაციური დამარცხების შემდეგ, 21 წლის ქართველმა მოჭიდავემ საბა ლაზიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა.

საბა ლაზიშვილმა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ყველას! მე დიდი სიყვარული მივიღე თქვენგან, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ჩემს მეგობარს და გულშემატკივარს საქართველოდან! მერაბმა მითხრა, რომ ერთ დღეს UFC-ის ჩემპიონი გავხდები“, - განაცხადა საბა ლაზიშვილმა RAF-ზე გამარჯვების შემდეგ.

ცნობისთვის, ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი იურაია ფეიბერი დაამარცხა. 

თავდაპირველად ფეიბერის მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი უნდა ყოფილიყო, თუმცა აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორგანიზაციამ ის ტურნირიდან ჩახსნა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი შეიყვანა.

11 ნოემბერს აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ინციდენტის შემდეგ ორივე ქართველი დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ ლაზიშვილისთვის ეს RAF-ის ეგიდით გამართული სადებიუტო შეხვედრა იყო, რომელიც ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვებით დაასრულა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„პირადი ცხოვრების შეცვლა, ფინანსური ვალდებულებების გადახედვა და კარიერული არჩევანი“ - როგორი იქნება 2027 წელი ქალწულისთვის

🎥 რამდენად უსაფრთხოა საქართველოში პოპულარული მარგარინები? – ირაკლი არაბული კვლევის შედეგებზე საუბრობს

⭕ქარი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

✕