Digest Logo

🎥 „მესამე თუ მეოთხე მცდელობაზე ექიმმა მიპასუხა, თქვენი ლამაზი დედიკო გარდაიცვალაო“ - უჩა პირმისაშვილი პირად ტრაგედიაზე

1784621956
უჩა პირმისაშვილი

ჟურნალისტი, ვლოგერი უჩა პირმისაშვილი გადაცემის „სიცრუის დეტექტორი“ სტუმარი იყო, სადაც მან პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. 

გარდა ამისა, უჩამ პირადი ტრაგედია გაიხსენა და ემიგრანტი დედის საბერძნეთში, მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაცვალების ფაქტზე ისაუბრა:

„დედა იყო ემიგრანტი, ცხოვრობდა საბერძნეთში, ჩვენი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე. 

კორონავირუსის დაწყებამდე საქართველოში აპირებდა ჩამოსვლას, ნახევარი ნივთები უკვე გამოგზავნილი იყო, ეს სიურპრიზი იყო ჩემი ძმისთვის და მამაჩემისთვის, რადგან არ ვეუბნებოდით.

ყოველ საღამოს გვქონდა კომუნიკაცია და ერთ საღამოს აღარ დამირეკა. დილას მაღვიძებდა ხოლმე, დავრეკე და არ მიპასუხა. მესამე თუ მეოთხე მცდელობაზე ექიმმა მიპასუხა: „რომ სამწუხაროდ, თქვენი ლამაზი დედიკო გარდაიცვალაო“.

გულის შეტევა დაემართა, მოულოდნელად“, - ამბობს უჩა პირმისაშვილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„შესაძლოა მცირე გეგმები ჩაგეშალოთ, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა“ - 21 ივლისის ტაროლოგიური პროგნოზი

უბერებელი ნანი ბრეგვაძე იუბილარია - ლეგენდარული მომღერალი 90 წლის გახდა

🎥 „როგორ გიხდება ეს ფერი...“ - თამო ვაშალომიძე მონაკოში მოგზაურობს