მესტიაში სასტუმრო „ფოსტაში“ გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. არსებული ცნობით, სრულად დაიწვა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულები.
მეხანძრეები ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.