Digest Logo

მეუფე შიო: ილია მეორემ 9 აპრილს გლოვის დღესთან ერთად უწოდა ჩვენი ერის სულიერი ამაღლების დღეც, ამ თარიღიდან ზუსტად 2 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას, მაგრამ ჩვენ გვმართებს, ვიზრუნოთ მისი შენარჩუნებისთვის

9 აპრილი 11:19
მეუფე შიო მეუფე შიო

„ილია მეორემ ამ დღეს გლოვის დღესთან ერთად უწოდა ჩვენი ერის სულიერი ამაღლების დღეც. ამ თარიღიდან ზუსტად 2 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას, მაგრამ ჩვენ გვმართებს, ვიზრუნოთ მისი შენარჩუნებისთვის“, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში, სადაც 9 აპრილის მსხვერპლთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდი ჩატარდა.

„36 წლის წინ რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას შეეწირა 21 უდანაშაულო, მშვიდობიანი ადამიანი. და დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ მოვლენის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის. სამშობლოსთვის თავგანწირვის დიდი გამოვლინება არის თავის სიყვარულის გზა და თავდადების, თავგანწირვის გზა.

9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა ძმებმა და დებმა აირჩიეს თავგანწირვის გზა და სწორედ ამიტომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ამ დღეს გლოვის დღესთან ერთად უწოდა ჩვენი ერის სულიერი ამაღლების დღეც. ამ თარიღიდან ზუსტად 2 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას, მაგრამ ჩვენ გვმართებს, ვიზრუნოთ მისი შენარჩუნებისთვის.

ღმერთმა აცხონოს სულნი 9 აპრილს დაღუპულთა, მონათა და მხევალთა ღვთისათა, ჩვენი ძმების და დების. ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გააძლიეროს საქართველო და ბედნიერი და მშვიდობიანი აღდგომა გაგვითენოს. ამინ!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ამ დიდმა შერკინებამ მოიპოვა დამოუკიდებლობა და შეუქცევადი გახადა მისი დამოუკიდებლობა...“ - ირაკლი ბათიაშვილი

🎥 „მზადება ბაღში ზეიმისთვის...“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ქალიშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

⭕„ორი დრუნჩა...“ - ლიკა კვარაცხელია შვილიშვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს