ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, ასევე ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებას ენდობა და მას არანაირი არჩევანი გასაკეთებელი არ აქვს.
როგორც მეუფე სტეფანემ აღნიშნა, მისთვის პატრიარქის არჩევანი მნიშვნელოვანია.
„პატრიარქის გადაწყვეტილებას ვენდობი. ამ შემთხვევაში არანაირი არჩევანი გასაკეთებელი არ მაქვს. პატრიარქის არჩევანი ჩემთვის მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, როცა ვამბობ, ჩვენი პატრიარქი ამდენი წელია ჩვენთვის ასე ზრუნავდა, გამოარჩია მოსაყდრე.
ყოველ შემთხვევაში, ვხედავთ მის საქმიანობას და მე კმაყოფილი ვარ. მე რასაც ვაკეთებ, ეს არ არის არჩევანის ფარულობის დარღვევა, მე უბრალოდ ასეთი აზრი მაქვს და არ მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით რამე პოლემიკაში შევიდე. ეს უბრალოდ ჩემი პოზიციაა და მეტი არაფერი“, - აცხადებს მეუფე სტეფანე.