Digest Logo

🎥 „მეუღლემ კარიერა გვერდზე გადადო და თავისი თავი მე მომიძღვნა...რამდენიმე კვირის წინ მივიღე ნეკნის დაზიანება“ - ეთერ ლიპარტელიანი

1792233480
ეთერ ლიპარტელიანი

აზერბაიჯანში, ბაქოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ეთერ ლიპარტელიანი სტუმრად გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ იმყოფებოდა, სადაც კარიერაზე, მსოფლიო ჩემპიონატსა და ოჯახზე ისაუბრა:

„მსოფლიო ჩემპიონატისთვის ძალიან კარგად ვემზადებოდი, მობილიზებული ვიყავი ყველანაირად. მინდოდა გავმხდარიყავი ჩემპიონი, ვცდილობდი ტიტული შემენარჩუნებინა. თუმცა იყო რაღაც ფაქტორები, ტრავმა, რომელმაც ხელი შემიშალა.

რამდენიმე კვირის წინ მივიღე ნეკნის დაზიანება. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მოქმედებდა ჩემ მზადებაზე. მადლობა ღმერთს მყავს საუკეთესო ფსიქოლოგი ანა არველაძე, რომელმაც უდიდესი დახმარება გამიწია.ფინალში ძალიან ამტკივდა უკვე ნეკნი და ცოტა დამაკლდა ჩემპიონობამდე. უკეთესად ვარ ახლა, თუმცა ვიცი რომ შემდეგ ჩემპიონატზე აუცილებლად მოვიგებ.

ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. 8 წლის ასაკში დავიწყე ძიუდოზე სიარული. ბიჭებთან ერთად ვვარჯიშობდი. მინდა ჩემი მწვრთნელები მოვიკითხო მადლობა გადავუხადო მათ, რადგან ყველაფერს აკეთებენ ჩემი წარმატებისთვის.

მეუღლე ძალიან დიდი გულშემატკივარი არის, კარიერა გვერდზე გადადო და თავისი თავი მე მომიძღვნა. ყველანაირად გვერდში მიდგას. გვჭირდება დიდი დისციპლინა და ამიტომ ცდილობს ყველაფერში დამეხმაროს“, - აღნიშნა ეთერ ლიპარტელიანმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ პატრიარქის მილოცვა ვეტერანებს: განსაცდელის ჟამს თავი არ დაგიზოგავთ, მამულის სიყვარული, თავდადება და სიმამაცე საქმით დაამოწმეთ და უანგაროდ ემსახურეთ მას

⭕ „დღე შეიძლება ფინანსურად ნაყოფიერი აღმოჩნდეს...“ - 17 ოქტომბრის ენერგიები

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 ოქტომბერს საქართველოში

✕