Digest Logo

„დღე შეიძლება ფინანსურად ნაყოფიერი აღმოჩნდეს...“ - 17 ოქტომბრის ენერგიები

1792217959
თაკო მელიქიშვილი

17 ოქტომბერი — საბედისწერო მოვლენების დღეა: ნუ შეეწინააღმდეგებით იმას, რაც უნდა მოხდეს!

ჩემო ძვირფასებო, დღეს მნიშვნელოვანი მოვლენების დღეა, რომლის ენერგიებია 8 • 1 • 9. შეიძლება მოხდეს რაღაც სრულიად მოულოდნელი ან ისეთი ამბავი გაიგოთ, რომლისთვისაც მზად არ იყავით.

🧘‍♀️ ჩემი მთავარი რჩევაა — ნერვებს ნუ აყვებით და ემოციებს ნუ აჰყვებით. თუ რაღაც მოხდა, ესე იგი, ასე უნდა მომხდარიყო. ახლა უკვე ვეღარ შეცვლით არაფერს, ამიტომ მშვიდად ამოისუნთქეთ, ცოტა დისტანცირდით და საკუთარ თავს უთხარით: „ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ ხდება“.

👑 პირველი მისიის გავლენით, დღეს შეიძლება ყველაფრის პირდაპირ და დაუფიქრებლად გაკეთება მოგინდეთ. მოგინდებათ, სხვებს უკარნახოთ, როგორ მოიქცნენ და დაუმტკიცოთ, რომ მხოლოდ თქვენი აზრია სწორი. მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, გარშემომყოფებმა მოგისმინონ!

⚠️ მთავარია, არ გაბრაზდეთ, თუ ვინმე არ დაგეთანხმებათ. ხმას ნუ აუწევთ, ადამიანებზე ნუ მოახდენთ ზეწოლას და დიქტატორად ნუ გადაიქცევით. გამოთქვით თქვენი აზრი და შემდეგ სხვებს თავად გადაწყვეტილების მიღების საშუალება მიეცით.

❤️ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, დრო საყვარელ და ახლობელ ადამიანებთან გაატაროთ. განსაკუთრებით — თქვენს მეორე ნახევართან: მოეფერეთ ერთმანეთს, აკოცეთ და დატკბით ერთად ყოფნით.

💆‍♀️ დღეს განსაკუთრებით კარგი იქნება მასაჟი, სპა და სხეულის მოვლის ნებისმიერი პროცედურა. აუცილებლად დაურეკეთ დედიკოს, შეხვდით ან უბრალოდ რაიმე სასიამოვნოთი გაახარეთ.

💵 დღე შეიძლება ფინანსურად ნაყოფიერი აღმოჩნდეს. ფულის ენერგიის გასაძლიერებლად გამოკვებეთ ფრინველები ან ცხოველები — გულწრფელი სურვილით, სიკეთე გააკეთოთ.

🖤 დღევანდელი იღბლიანი ფერებია შავი, მუქი ლურჯი და მუქი იისფერი. რომელიმე მათგანი თქვენს ჩაცმულობას შეუხამეთ, რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, ენერგია და შინაგანი წონასწორობა.

🌟 დღეს თქვენი ძალა ყველაფრის კონტროლში კი არა, მოვლენების გონივრულად მიღებაშია. ნუ დახარჯავთ ენერგიას ნერვიულობასა და კამათში — მიმართეთ ის ფინანსებს, სიყვარულსა და საკუთარ განვითარებას.

❤️ იყავით ყველაზე ბედნიერები, მდიდრები, საყვარელები და ბრძენები!

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 ოქტომბერს საქართველოში

⭕„ისწავლე, იფიქრე და გაისარჯე საქართველოსთვის! შენ გარდა მას სხვა შვილი არ ჰყავს“ - გია მურღულია

🎥 ქორწინება, ფული და მოგზაურობა: რომელ ნიშანში გადადის მფარველი ანგელოზი 7 თვით და რას ითხოვს „სელენა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნისგან, მიხეილ ცაგარელის რჩევები! 

✕