Digest Logo

🎥 მეუღლისთვის გადანერგილი თირკმელი - იშვიათი თავსებადობა და წარმატებული ოპერაციის ისტორია

1740940073
შორენა და მისი ქმარი

ამბავი, რომელიც სამედიცინო პრაქტიკაში არცთუ ისე ხშირია - ქართველმა ქალმა მეუღლეს თირკმელი გადაუნერგა და სიცოცხლე მეორედ აჩუქა. როგორც წესი, დონორი შესაძლოა იყოს ოჯახის წევრი - შვილი, დედა, მამა, თუმცა იმის ალბათობა, რომ მეუღლე გამოდგეს დონორად, ძალიან მცირეა. ეს დამოკიდებულია ბევრ სამედიცინო პარამეტრზე, მათ შორის სისხლის ჯგუფზე.

ტექნიკურად რთულად შესასრულებელი ოპერაცია თბილისში, უროლოგიის ცენტრში ჩატარდა. ეს ის შემთხვევაა, როცა ოპერაციის ჩატარება ემოციურად ქირურგსაც უჭირს. არჩილ ჩხოტუას ანგარიშზე წელიწადში 50-მდე წარმატებული ტრანსპლანტაციაა. მთელ რეგიონში ეს საუკეთესო შედეგია. ამის მიუხედავად, მუდმივად ვითარდება, პაციენტებზე დაკვირვებას, კვლევებს არც მერე წყვეტს.

წლებთან ერთად, ურთიერთობების ზღვარი იშლება - მკურნალი ხდება ყველაზე უფრო ახლობელი. ტრანსპლანტაციის შემდეგ მუდმივი მეთვალყურეობა გრძელდება.

ოპერაციამ მათი ამბავი ერთ დიდ თავგადასავლად აქცია. 6 წლის შემდეგ თითქოს ბევრი არაფერი შეცვლილა. თუმცა მაინც - მადლიერება, სიყვარულის უწყვეტი ისტორია, კიდევ უფრო გაძლიერდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 შვილის თანდასწრებით მოკლული ცოლი და სიდედრი - უვადო პატიმრობამისჯილის ოჯახი ბავშვზე მეურვეობას ითხოვს

„ძალიან გიხდება ეს ფერი, ქალღმერთი ხარ“ - ალექსანდრა პაიჭაძის ახალ ფოტოებმა საზოგადოება აალაპარაკა

🎥 „არ დაიჯეროთ, დაკარგავთ თქვენს მონაცემებს, მოიპოვებენ წვდომას, შემოვლენ და წაგართმევენ...“ - ჟურნალისტი მორიგ თაღლითურ სქემაზე