Digest Logo

„მგონი, რაღაცები დაგვავიწყდა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვიცოდეთ, სად ვართ “ - სანიოლი თურქეთთან მატჩის შემდეგ

1760504733
ვილი სანიოლი

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდა და 4:1 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.

„მგონი, რაღაცები დაგვავიწყდა. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვიცოდეთ, სად ვართ და რა დონეზე.

თურქეთს საკმაოდ ძლიერი ნაკრები ჰყავს და ეს დღესაც გამოჩნდა, ჩვენი კი მომავალზე ვფიქრობთ და განვითარების პროცესში ვართ.

მჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს მომავალშიც შეუძლია წარმატების მიღწევა, თუმცა თუ ნებისმიერ მატჩს მაქსიმალური კონცენტრაციით არ მივუდგებით, ასე არაფერი გამოვა.

ფაქტი ისაა, რომ სამუშაო ბევრი გვაქვს, თურქეთი ჩვენზე წინაა და უნდა გავაცნობიეროთ, რა შეცდომები დავუშვით და რაში უნდა მოვუმატოთ“, - განაცხადა სანიოლმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕15 ოქტომბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

წყარო: lagazzetta.ge