Digest Logo

ესაა იდეოლოგიური ომი და დასაძრახი ადამიანის დახმარებაში არაფერია - დეისაძე

1606050215
დეისაძე და ზურაბიშვილი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში  ბრალდებულის, ლევან ზურაბიშვილის ოჯახის დასახმარებლად სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყო. ცნობადმა სახეებმა საზოგადოებას ზურაბიშვილის დედის დახმარებისკენ მოუწოდეს. მათ შორისაა მოსიკოსი ერეკლე დეისაძე.

„დაიჯესტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებს მომხდარს დეისაძე და რა პრობლემებს ხედავს საკითხის ირგვლივ. 

ის ამ შემთხვევისთვის ტერორისტული აქტის კვალიფიკაციის მინიჭებას არ განიხილავს და აღნიშნულს პოლიტიკურ განცხადებად აფასებს, რომლის გამოყენებასაც ყველა სათავისოდ აპირებს:

⚪ „ადამიანის დახმარება დასაძრახი არაა“

ესაა იდეოლოგიური ომი და დასაძრახი ადამიანის დახმარებაში არაფერია, თანაც დედის, რომელსაც ბანკმა ერთი ბინა გაუყიდა და მეორეც შესაძლიოა დაკარგოს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამის ჩახშობას და სხვა რაკურსით შემობრუნებას ცდილობს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი მესიჯი, რისთვისაც ეს აქტი გაკეთდა.

⚪ „ზურაბიშვილი ტერორისტი არაა“

ის ტერორისტი არაა. თავიდანვე სათამაშო ხელყუმბარით შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინმეს სიკვდილის განზრხავა არ ჰქონია. ისიც იცოდა, რომ დაიჭერდნენ, მაგრამ მაინც გააკეთა... ეს ნიშანია იმისა, რომ უნდა გამოვფხიზლდეთ.

ის ფაქტი, რომ დახმარების კამპანია ტერორიზმის რომანტიზებას ხელს შეუწყობს არასწორია, რადგან აქ ტერორიზმს ვერ ვხედავ. ნათლად ჩანს, რომ მძევლები მოთხოვნების პროცესში ჩართულები იყვნენ და ჩასწორებებიც შეჰქონდათ. აქ ისეთი სურათი დაიხატა, რომ მძევლების უსაფრთხოება ეჭქვეშ არ იყო. მგონია, რომ ეს ადამიანი გარეთ უნდა იყოს.

⚪ „პოლიტიკის მსხვერპლი“

სათამაშო ბიზნესი მედიასთან ერთად გვყიდულობს ჯოჯოხეთის ბილეთს და გვეუბნება შენ გაქვს გამოხატვის თავისუფლება, გინდა იყიდი ბილეთს გინდა არა - ამ კუთხით უდგებიან ზურაბიშვილის საქმეს და არასწორია ასეთი ფორმულერება, რადგან ხალხი მძევლების მდგომარეობაზე დარდობს, რომელიმე ხომ არ შეშინდა სათამაშო ხელყუმბარით და ტერორისტს უწოდებს ადამიანს, რომელიც პოლიტიკის არა პირდაპირი, არამედ ირიბი მსხვერპლია.

⚪ აგრეთვე წაიკითხეთ:

არანაირი მძევლად აყვანა არ ყოფილა - მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის ადვოკატი

ძალიან გთხოვთ მაპატიეთ და აპატიეთ ლევანს - თავდამსხმელის დედის პირველი ინტერვიუ