Digest Logo

🎥 „მიღწეულზე არ უნდა დაკმაყოფილდეთ, სპორტით სერიოზულად 13 წლის ასაკში დავკავდი...“ - რას ჰყვება მერაბ დვალიშვილი

1750242928
მერაბ დვალიშვილი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი, რომელიც საქართველოში 10-კაციან ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, საქართველო დღეს 18 ივნისს დატოვა. 

მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოში იმყოფება ცნობილი ჟურნალისტი ნინა მარია დანიელე, რომელიც „ნინა დრამა“-ს სახელითაა სოცქსელში ცნობილი, იგი UFC-ის სპორტული ჟურნალისტია, რომელიც MMA-ს შე­სა­ხებ გასართობ კონტენტს ქმნის. 

მერაბმა სტუმრებთან ერთად საქართველოს ბევრი ქალაქი მოინახულა, მალე სხვადასხვა „იუთუბერი“ მის მოგზაურობის კადრებსაც შემოგთავაზებს, რომლებიც მერაბთან ერთად ამ პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდნენ. 

ამჯერად, ერთ-ერთი „იუთუბერი“ ავრცელებს, მერაბ დვალიშვილთან საუბრის ნაწყვეტს, სადაც იგი მიღწეული წარმატების შესახებ საუბრობს:

„მიღწეულზე არ უნდა დაკმაყოფილდე, როცა თავიდან სპორტით ვიყავი დაკავებული ბევრ შეჯიბრებას ვაგებდი კიდეც. როცა თბილისის ჩემპიონი გავხდი ეს ჩემთვის საამაყო იყო.

სპორტით სერიოზულად დავკავდი დაახლოებით 13 წლის ასაკში. 15-16 წლის როცა ვიყავი უკვე ვდებდი ცოტ-ცოტა შედეგებს. 

შემეძლო მთელი ცხოვრება მეთქვა, რომ გავხდი ოდესღაც თბილისი ჩემპიონი ჭიდაობაში მოვიგე 5 შეხვედრა... შეგიძლია მანდ გაჩერდე და მთელი ცხოვრება იქნები თბილისის ჩემპიონი, მაგრამ მაგის მერე უნდა დაისახო ახალი მიზანი, გახდე საქართველოს ჩემპიონი, მერე გინდება სხვა საერთაშორისო ტურნირზე მიიღო მონაწილეობა და გახდე იქაური ჩემპიონი, ამიტომ არ უნდა დაკმაყოფილდე მიღწეულზე“, - ამბობს მერაბ დვალიშვილი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სანამ ქვეყანაში მოსალოდნელი ქარიშხლის წინ სასეირნოდ წახვალთ, მუდამ დაზარალდებით...“ - რას წერს კობა ფარტენაძე

⭕„ბედნიერები, ჯანმრთელი და გახარებული მყავდე მამიკო! ძალიან მიყვარხარ!“ - გია ბაღაშვილის უფროსი გოგო იუბილარია

⭕„მადლობა...“ - მერაბ დვალიშვილმა საქართველო დატოვა