
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ხალხმა უნდა ისწავლოს ამინდის პატივისცემა, მისი თქმით პროგნოზი იწერება ზომების მისაღებად და არა ქარიშხალში თავში ხელის სარტყმელად.
„სანამ ქვეყანაში ამინდის პატივისცემას არ ისწავლით და მოსალოდნელი ქარიშხლის წინ სასეირნოდ წახვალთ მუდამ დაზარალდებით.
სანამ ნებისმიერი კომპანიის, სასტუმროს თუ კაფე ბარის მენეჯერი თუ მეპატრონე უამინდობის წინ დროულად არ მიიღებთ ზომებს და თანამშრომლებს გაყრით ქარიშხალში გარეთ ნივთების საძებნელად, იცოდეთ რომ თქვენი სტატუსი არაპროფესიონალიზმია.
გაფრთხილების პროგნოზი იწერება ზომების მისაღებად და არა ქარიშხალში თავში ხელის სარტყმელად“, - წერს კობა ფარტენაძე და ვიდეოს აქვეყნებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: