Digest Logo

„მილუოკი“ სანდრო მამუკელაშვილს გუნდიდან უშვებს

1677738980
სანდრო მამუკელაშვილი

სანდრო მამუკელაშვილი დიდი ალბათობით, სულ მალე „მილუოკი ბაქსის“ კალათბურთელი აღარ იქნება. ESPN-ს ცნობით, ქართველ კალათბურთელთან განშორება „მილუოკიმ“ გადაწყვიტა და უახლოეს ხანში ინფორმაცია ოფიციალურად უნდა დადასტურდეს. სანდროს „ბაქსის“ რიგებში დიდი კონკურენციის გამო ბევრი სათამაშო დრო არ ეძლეოდა.

23 წლის კალათბურთელი „მილუოკის“ ღირსებას 2021 წლიდან იცავდა და ამ პერიოდში NBA-ში 65 მატჩი ჩაატარა. საშუალოდ ის 3.2 ქულას, 2.1 მოხსნას და 0.6 პასს აგროვებდა.

მამუკელაშვილი „მილუოკისთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება და ახალ კლუბში გადასვლა შეეძლება.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ „ინდიანამ“ გოგა ბითაძეს გაუწყვიტა კონტრაქტი, რის შედეგადაც ქართველი ცენტრი „ორლანდო მეჯიქში“ გადავიდა.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 51 წლის ქალს დეიდა რაფერ დავუძახო, ბებიაჩემი 50 წლისაა - ლუკა შუბითიძის სახალისო ვიდეო

🎥 „სხვა საქართველო სად არის“ - ელის მარია სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ლექსს კითხულობს

🎥 „შენ ხარ ჩემი ალიონი“ - როგორია თიკა ფაცაციასა და არჩილ სოლოღაშვილის მეგობრობა კადრს მიღმა