Digest Logo

„მინდა, ჩემი გამარჯვება ჩვენს გმირებს, შინდისში დაცემულ ვაჟკაცებს მივუძღვნა“ - გენო პეტრიაშვილი

1723372892
გენო პეტრიაშვილი

ქართველმა მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და საკუთარი გამარჯვება შინდისის გმირებს მიუძღვნა.

„მინდა, ჩემი გამარჯვება ჩვენს გმირებს, შინდისში დაცემულ ვაჟკაცებს მივუძღვნა.

მინდა, ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს და ჩემს სამშობლოს მივუძღვნა ეს გამარჯვება.

ყველას მინდა მადლობა გითხრათ და მოგეფეროთ. მაგარი რაღაც მოხდა, რადგან ამდენი წელი ველოდით და მადლობა ღმერთს, ასე კარგად დაგვირგვინდა“, - ამბობს გენო პეტრიაშვილი.

ცნობისთვის, გენო პეტრიაშვილი 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია. 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე კი ირანის წარმომადგენელი ამირ ზარე ანგარიშით დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.