Digest Logo

🎥 „მინდოდა, ის რაც მის სახეში იკითხებოდა, თუ როგორ დაიღალა თავისი ჯვრით, სიბრძნით, ლოცვით, მის თვალებში ყოფილიყო...“ - როგორ შეიქმნა პატრიარქის თოჯინა

1774552082
მეთოჯინე, ირმა ფრანგიშვილი,

მეთოჯინე ირმა ფრანგიშვილი გადაცემაში „პოსტ ალიონი“ იმყოფებოდა, სადაც პატრიარქის თოჯინის შექმნის ისტორიაზე ისაუბრა. როგორც თავად აღნიშნა, თავდაპირველად შიშის გამო თავს იკავებდა, თუმცა დაახლოებით 1 წლის წინ ილია მეორის თოჯინა შექმნა. 

სამწუხაროდ, სიცოცხლეში პატრიარქმა თოჯინის ნახვა ვერ შეძლო: 

„ერთი წლის წინ შევქმენი. დიდი სიყვარული და პატივისცემა მქონდა მის მიმართ და მინდოდა, ის რაც მის სახეში იკითხებოდა, თუ როგორ დაიღალა, ჩამოიღვენთა ამ ჩვენი ლოცვით, თავისი სიბრძნით, სიყვარულით, სითბოთი, მძიმე ჯვრით, მის თვალებში ყოფილიყო. 

ძალიან რთული იყო დაწყება, რამდენიმე წლის წინ დავიწყე ფიქრი, მაგრამ ვერ ვბედავდი, ვაი რომ არ გამომივიდეს... დავაზუსტე, რომ შეიძლებოდა ამის გაკეთება და გადავწყვიტე, გამეკეთებინა. სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი, ვერ მოვახერხე ენახა, ძალიან გული მწყდება ამაზე. მას ძალიან უყვარდა და აფასებდა ხელოვნებას, ამიტომ საინტერესო იქნებოდა მისი რეაქცია.

მუშაობას თავით ვიწყებ ხოლმე, რომ მოვხატე თვალები, უკვე დავინახე, რომ ილია მეორე მიყურებდა. დაახლოებით 2 თვე დამჭირდა“, - ამბობს ირმა ფრანგიშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ მართავს ჩვენი ცნობიერება რეალობას: ყურადღება, როგორც ენერგიის გამტარი ფუნდამენტურია

„ვერძის ზოდიაქოში ერთდროულად იკრიბება 7 პლანეტა: მზე, მთვარე, მერკური, მარსი, სატურნი, ნეპტუნი და ქირონი“ - როგორ მუშაობს ეს ენერგია ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ნინი შერმადინმა იმიჯი შეიცვალა - „ვერ გიცანი, სულ სხვანაირი ხარ...“