ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი მიშა გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მარინა სალუქვაძე ავრცელებს.
„ჩვენი მიშა აღარ გვყავს! ჩვენი მიშაა“ - წერს მარინა სალუქვაძე.
„მშვიდობით ჩემო მიშა, უმაგრესო არტისტო და პარტნიორო... მადლობა გვერდით დგომისთვის“, - წერს გია როინიშვილი.
ცნობისთვის, მიხეილ გომიაშვილი 1961 წლის 23 მარტს დაიბადა.
1986 წელს დაასრულა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1994 წლიდან შედის მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დასში.
მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ელისაბედ მეორეს ცხედარი ედინბურგში გადაასვენეს
🔵როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - 12 სექტემბრის პროგნოზი