ერეკლე მეფის სასახლის დირექტორი, ისტორიკოსი, მუსიკოსი გურამ ურჩუხიშვილი გადაცემის „ჩემი საქართველო“ სტუმარი იყო, სადაც მეფე ერეკლესა და მის ცხოვრებაზე ისაუბრა.
როგორც თავად აღნიშნა, თაობების ცვლილებების მიუხედავად, მეფის მიმართ სიმპათიები კახეთში არ წყდება:
„არამარტო ჩემთვის, ყველა თელაველისთვის, კახელისთვის და ქართელისთვის მეფე ერეკლე არის საამაყო პიროვნება, მისი სახელი საუკუნეებს გადაცდა.
მიუხედავად იმისა, რომ თელავში თაობების ცვლილება ხდება, უფრო იმატებს ამ ადამიანისადმი სიყვარული, უფრო მეტი სიმპათიები უჩნდებათ, ვერ იტყვი, რომ მოვა თაობა და დაივიწყებს.
ხანდახან ვფიქრობ, ამ ადამიანში ღმერთმა რაღაც ღვთაებრივი ჩადო. მეფე, რომელიც ცხოვრობდა იმიტომ, რომ როგორმე ერი ფიზიკურად გადაერჩინა.
მისთვის ფუფუნება არ არსებობდა, ვინც მის სასახლეში მივა, ნახავს რა უბრალო იყო მეფე, მიხვდება რა უბრალო იყო მისი ცხოვრება.
მადლობა ღმერთს, რომ იგი მოგვივლინა მხსნელად“, - ამბობს გურამ ურჩუხიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მიყვარს და ძალიან მომწონს ეს კარგი გოგო“ - ნინი ბადურაშვილი ფოტოგრაფის ობიექტივში
⭕„ეს კენჭები ერთი ადამიანის ნაღვლის ბუშტიდან ამოვიღეთ, არ ეთამაშოთ ჯანმრთელობას“ - ოთარ კეპულაძე