Digest Logo

🎥 „მიცვალებულს ნაჭერში შეახვევენ და ასე ჯოხზე ჩამოკიდებენ... თოვლი ჯერ მარტო ორი მეტრი უნდა ამოთხარო და მერე მიწა გაყინული“ - როგორია სიკვდილი მთაში?

1722161060
ნინუცა ორჯონიკიძე

ტელეწამყვანი და მოდელი, ნინუცა ორჯონიკიძე ამჯერად ბლოგერი გახდა და საკუთარი იუთუბის არხი შექმნა.

ნინუცა საზოგადოებას საქართველოს სხვა და სხვა კუთხეს აცნობს, და ჰყვება საინტერესო ამბებს.

მან საზოგადოებას ახალი ბლოგი ხევსურეთიდან გაუზიარა და უნიკალური ბუნება გააცნო, იგი გაესაუბრა ხევსურეთის მკვიდრსაც, რომელმაც მიცვალებული დაკრძალვის რიტუალზე უამბო.

„სურათს ჰქვია „სიკვდილი მთაში“ სადაც თოვლია და მანქანა არ მიდის. ორი ადამიანი ერთმანეთის გვერდზე ვერ დადგება და მიცვალებულს ნაჭერში შეახვევენ და ასე ჯოხზე ჩამოკიდებენ. ორ კაცს მიცვალებული მიაქვს და თუ დააკვირდებით უკან მერე სასახლეც მიაქვთ, რომ  დაკრძალონ. მერე ჩვეულებრივი წესით კრძალავენ, მაგრამ თავიდან ასე ხდება. გოგი ოჩიაურმა ამ სურათს „სიკვდილი მთაში“ უწოდა. ხევსურეთს მიასვენებენო ასე თქვა.

ჩემი დედამთილი შარშანწინ გარდაიცვალა და ხალხი არ არის. თან იცი რა შორს გვაქვს სასაფლაო, აი ქუდზე კაცს უნდა დაუძახო ხევსურეთში რომ მჭირდები და მოდიო. თოვლი ჯერ მარტო ორი მეტრი უნდა ამოთხარო და მერე მიწა გაყინული. ეს არის კოშმარული შრომა. ზოგჯერ ვერ ახერხებენ სასაფლაოზე დაკრძალვას და გვირჩევნია მიცვალებულები ახლოს გვყავდეს“, - ჰყვება ხევსურეთის მკვიდრი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როშკა, აბუდელაურის ფერადი ტბები - მისტიკური დ საოცარი ბუნების მქონე ხევსურეთი ნინუცა ორჯონიკიძის ბლოგში

⭕„მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე არაერთხელ გადამიარეს განუკითხაობით და არასამართლიანად, რწმენა არ დავკარგე და არასდროს არ დავკარგავ“ - სანდრო ბაზაძე

⭕„ძალიან სექსუალური და ლამაზი...“ - ნუკი კოშკელიშვილი ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს