
ნეკა დოროყაშვილმა რთული პერიოდი გაიარა და მის ცხოვრებაში ახალი, სიყვარულითა და წარმატებებით სავსე დღეები დაიწყო, როცა საკუთარი შრომით ახალ შემოქმედებით გზას დაადგა და სიყვარულიც ეწვია.
– რა შემოიტანა შენს ემოციაში ახალმა სიყვარულმა და თუ შეგცვალა?
– ახალმა სიყვარულმა საერთოდ არ შემცვალა, უბრალოდ, დამაბრუნა საკუთარ თავში, მეტად გამაცნო საკუთარი თავი და გამაძლიერა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. როცა ადამიანები ერთმანეთს ცვლიან, იდენტობას კარგავენ, ამის უფლება, ვფიქრობ, არავის გვაქვს. მაგრამ, როცა ადამიანი შენს საკუთარ თავთან უფრო მეტად გაახლოვებს, ეს, უბრალოდ, სიყვარული კი არა, თავისუფლების ნიჭის ჩუქებაა. ასე რომ, გამოდის, ამ ადამიანმა, თავისუფლების უფრო მეტი ნიჭი მაჩუქა.
– რამდენი ხანია, რაც ეს ადამიანი შენს ცხოვრებაში შემოვიდა და ეს ის სიყვარულია, რასაც წლები ელოდი?
– ერთი წელია, ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა და ეს ის სიყვარულია, რაზეც ერთი წლის წინ სიმღერის ტექსტი დავწერე და ვფიქრობდი, ამ სიმღერას, არასდროს გამოვამზეურებდი, ჩემთვის მექნებოდა და მხოლოდ მე მოვუსმენდი. არ ვიცი, ამას წინასწარმეტყველება ჰქვია თუ არა, მაგრამ ნამდვილად მოვიდა ის ინფორმაცია წინასწარ, რამაც ეს სიმღერა დამაწერინა. სხვათა შორის, ზუსტად ისეთი ფორმით განვითარდა ყველაფერი, როგორც დავწერე. სამყაროში შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, არც ის იყო შემთხვევითობა, ამ სფეროში რომ შევდგი ფეხი. ის ეტაპები რომ არ გამევლო, რა ეტაპებიც გავიარე, ვერასოდეს გავიცნობდი ჩემს თავს. ძალიან დიდი ძალა აქვს მადლირებას. როცა ცუდ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არ ბოროტდები, სამყარო აუცილებლად გჩუქნის ბონუსს და ეს ადამიანიც და მუსიკაში ჩემი ყოფნაც ბონუსია ძალიან დიდი სამყაროსგან. რეალურად, წერამ გადამარჩინა, არ მომცა საშუალება, ჩემს ფიქრებთან მარტო დავრჩენილიყავი. ყველაფერი ფურცელზე გადამქონდა – საკუთარი გრძნობები, ემოციები, განცდები და ახლა ეს ყველაფერი სიმღერაში გადავიტანე. კიდევ ვამბობ, საკუთარი გრძნობების ფურცელზე გადატანამ გადამარჩინა. როცა ჩემი სიმღერის ტექტებს მოისმენთ, ჩათვალეთ, ეს არის ჩემი დღიურები, რომლებიც გამოვამზიურე და ავამღერე. ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბობოქარი ეტაპი დაიწყო. ისეთი ბობოქარი პერიოდი მიდგას, შემიძლია გამთენიისას წამოვხტე, დამარტყას თავში, გავიკეთო ყურსასმენი და ახალი სიმღერა დავწერო. მსიამოვნებს ეს ბობოქარი პერიოდი, რაც მე მჭირს.
– ბევრი ქალი, როცა ახალ ურთიერთობას იწყებს, ძველს აღარ იხსენებს. როცა სიყვარულში იმედი გიცრუვდება, ყოველთვის ჭირს ახლის დაწყება. ეს შიში გქონდა?
– მე ის განცდა და ტკივილი შეგნებულად არ დავივიწყე, პირიქით, ჩემს მუსიკაში გადმოვიტანე. ტკივილი უნდა გაიარო, რომ შემდეგ რამე შექმნა. რაც შეეხება შიშს, რომ ახალი ურთიერთობა დამეწყო, ნამდვილად არ ყოფილა. ჩემი აზრით, ბოლომდე გააზრებული არავის არაფერი გვაქვს, რადგან არ ვიცით, სამყაროს კანონები რას გვიმზადებს. უბრალოდ, გამოვრთე ყველანაირი აზროვნება და მივხვდი, რომ მე ვარ მე, მე ვეღარ გამაკონტროლებს ჩემი წარსული, მე მიყვარს ჩემი წარსული, ვაპატიე და შევიყვარე თითოეული ნაკლოვანება ჩემში და ვაღიარე ჩემი თავი, როგორიც ვიყავი – ჩემი ნაკლოვანებებით, ჩემი დადებითი მხარით და ჩემი უარყოფითით. არ მოგატყუებთ, გამხსენებია ძველი, წარსული გამოცდილება, ამას ვერ წაშლი, მაგრამ შიშებით, დრამატულად არ დამიწყია ახალი ურთიერთობა. ახალ ურთიერთობაში გონება გამოვრთე და გულის კარნახს მივენდე. ჩემი გამოცდილებიდან, ვფიქრობ, გონება საქმეში უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ინსტინქტი ღვთის ნებაა, მეც ინსტინქტს ავყევი ახალ ურთიერთობაში და სწორადაც მოვიქეცი. ინსტინქტები არ მოდიან ჩვენთან, უბრალოდ, ეს ღმერთის ნებაა და როცა იქ გონება ერევა, თავისი წარსული გამოცდილებებით, გამორიცხულია, შიშმა უკან არ დაგწიოს. ამიტომ, მე ახალი სიყვარულისთვის გონებით არა, გულით ვიმოქმედე და ჩემს პირად ცხოვრებაში უბედნიერესი პერიოდიც დაიწყო.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„პირველი დღე 19 საათიანი ფრენის შემდეგ...“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკაში წავიდა
⭕„ცოტნეს ტკივილამდე იმედიანი 49-ე დაბადების დღე“ - ანა ჯაბაური მეუღლეს ულოცავს
⭕რატომ გვეძინება ჭამის შემდეგ?
წყარო: tbiliselebi.ge