
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია 2019 წლის, 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი საზღვარგარეთ ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ამჯერად იგი საქართველოში, საკუთარ სახლში გადის რეაბილიტაციის კურსს.
გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.
ცოტნე დღეს იუბილარია და იგი 49 წლის გახდა. მისმა მეუღლემ ანა ჯაბაურმა მასთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა:
„ცოტნეს ტკივილამდე იმედიანი 49-ე დაბადების დღე.
ერთ სულ და ერთ ხორც“, - წერს ანა ჯაბაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ გვეძინება ჭამის შემდეგ?
⭕ზოდიაქოს ნიშნების 5 წყვილი, რომლებსაც ყველაზე ძლიერი და მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბება შეუძლია