Digest Logo

„ხვალ წამოდგება...ზეგინდელი დღე მისია“ - გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიას საჯაროდ ამხნევებს

1792650128
 გიორგი კეკელიძე

ფრანგული კლუბის „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ გამართულ მატჩში ჯვარედინი იოგების გაწყვეტის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი მიმდინარე საფეხბურთო სეზონს გამოტოვებს.

სამწუხარო ფაქტს სოციალურ ქსელში მწერალი გიორგი კეკელიძე გამოეხმაურა:

„ხვიჩა კვარაცხელიაზე ფრაგმენტულად მსმენოდა და მერე აღარც მახსოვდა, თუ მსმენოდა, რადგან 2021-22 წლები თითქმის მთლიანად ამოშლილია ჩემი ცხოვრებიდან. მახსოვს, პალატაში ვიწექი და სადღაც შორიდან მესმოდა კომენტატორების აღფრთოვანებული ყვირილი და კარგად ვერც ვარჩევდი ვის მიმართ იყო.

ოდნავ რომ ქვეყნად მოვბრუნდი, პირველი ამ ყვირილის ადრესატი მოვიკითხე და მერე, თუ რამე მაბრუნებდა ნაბიჯ-ნაბიჯ აქეთ - სწორედ მისი ფეხბურთი.

ამიტომაც დავთანხმდი თავის დროზე იტალიელებს და დიდი, იძულებითი შესვენების მერე პირველი წიგნი სწორედ მას ირგვლივ დავწერე.

დრო გავიდა. ბევრი რამ მოხდა მერე. იქითაც. აქეთაც. თუმცა ამ წიგნზე და ხვიჩას შესახებ ხშირად მეკითხებიან.
ქართველები - არა. უცხოელები. ფრანგები. ინგლისელები. ამასწინათ რუმინელი კაცი იყო საერთოდაც და მანაც მკითხა. ეგრე დაემთხვა, რომ დღეს გამოქვეყნდა ეს სტატია.

ხომ გითხარით, ის წლები გამიუქმდა-მეთქი. მაგრამ ადამიანი ოხერია. რაც წაართვეს, თუ მოინდომა, ათასად ამოიღებს.

ასე იქნება ხვიჩაც. ხვალ წამოდგება. ზეგინდელი დღე მისია“, - წერს გიორგი კეკელიძე.

პარიზული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქართველი შემტევი მიმდინარე სეზონში მოედანზე გამოსვლას ვეღარ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაჰპირდა, მოედანზე უფრო ძლიერი დაუბრუნდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მივყვეთ ღმერთის ნებას, რომელსაც შენთვის უკეთესი გეგმა აქვს, ჩემპიონო...“ - საბა საპანაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე

⭕ მთავარი ფავორიტები: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაშიც 2026 წლის ნოემბერში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყება

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

✕