მომღერალი თამუნა ამონაშვილი 16-წლიანი ლოდინის შემდეგ დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, რეზიკო არჩვაძეს, ქალ-ვაჟი შეეძინათ.
როგორია დედობა 60 წლის ასაკში, ამ სასწაულ ემოციების შესახებ იგი პოდკასტში „აქ ● AQ“ საუბრობს.
„მართლაც საოცრება მოხდა ჩემ ცხოვრებაში. ჯერ კიდევ სადღაც ვარ, ჰაეროვნებაში ვერ ვიჯერებ აი, ამ დიდ საჩუქარს, მაგრამ რეალურია. ყოველ დილას ვიწყებ და ვამთავრებ უფლის დიდებით.
მოევლინა სამყაროს ორი ადამიანი, მელანია და იონა. საოცარი გადატრიალება მოახერხეს ჩემ ცხოვრებაში. სხვანაირი შეხედულებები გამიჩნდა ყველას და ყველაფრის მიმართ. მოხდა გვიან, მაგრამ მადლობა უფალს. მნიშვნელობა არ აქვს მთავარია შვილი დაიბადოს და ეს მოხდა მაშინ, როცა საჭირო იყო“, - ამბობს თამუნა ამონაშვილი.
მან ასევე მეუღლის შესახებ ისაუბრა და როგორც აღნიშნა, ძალიან მზრუნველი მამაა, რომელიც ჩართულია ბავშვების აღზრდაში.
„საოცარი მამა გამოდგა, გაკვირვებული ვზივარ და ვუყურებ, ისეთი მზრუნველია“, - ჰყვება მომღერალი.
22-წლიანმა თანაცხოვრებამ მომღერლისა და პროდიუსერის წყვილი ბევრ ქარტეხილს გამოატარა. საქართველოსა და რუსეთში ცხოვრებას თან სდევდა მუდმივი მკურნალობა და შვილთან შეხვედრის დიდი მოლოდინი.
როგორც თამუნა ამონაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ფიქრობდა, რომ მისი მისია მომღერლობა და ადამიანების ცხოვრების გალამაზება იყო. თუმცა მოხდა საოცრება და დღეს, 60 წელს გადაცილებული მომღერალი, ორი შვილის დედა გახდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: