Digest Logo

მოქალაქემ პოლიციის კაპიტანი ყელის არეში დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია

1759686758
პოლიციელის დღე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული მ.გ. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი 1993 წელს დაბადებული ბ.ბ ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში დაჭრა. დაშავებული სამართალდამცველი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ მ.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

გარდაიცვალა 19 წლის გოგო, რომელიც ლოტკინზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავდა

„ულამაზესი, უტკბილესი და პაწაწინა საოცრება“ - ნოე სულაბერიძე პატარა ლილი სულაბერიძესთან ერთად

„გისურვებთ მსგავს შეგრძნებებს ჰორმონალური ბალანსისთვის, ის რაც ასე არეულ-დარეული და ქაოსურია ჩვენ ყოველდღიურობაში“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე