ბუდუ ზივზივაძის დუბლით საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა - 2:0 ასე დასრულდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ „დინამო არენაზე“ გამართული მატჩი. 30 წლის ფეხბურთელმა პირველი გოლი პირველ ტაიმში გაიტანა, მეორე გოლი კი მეორე ტაიმის დასაწყისში.
ბუდუ ზივზივაძემ ფეხბურთის თამაში 8 წლის ასაკში, ქუთაისის იმედის საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, სადაც ის თავდაპირველად ნახევარმცველად თამაშობდა.
გარდა სპორტული ცხოვრებისა, გულშემატკივრების ყურადღებას ფეხბურთელების პირადი ცხოვრებაც იქცევს.
ბუდუ 30 წლისაა და ამჟამად, გერმანიაში ცხოვრობს. მისი რჩეული ნინი კვერნაძე გახლავთ. წყვილს ერთი შვილი, 2 წლის შაი ჰყავს.
შაი პანდემიის დროს დაიბადა. მამამ მისი ნახვა მხოლოდ 6 თვის შემდეგ შეძლო.
ბუდუს ცოლი ნინი კვერნაძე გადაცემის „იმედის დილა“ სტუმარი იყო, სადაც ქმარზე გულახდილად ისაუბრა.
„ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს, განსაკუთრებით წინა თამაშის მერე. ბიჭებიც და ბუდუც ძალიან მონდომებულები არიან.
ფეხბურთელის ცოლობას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეც. დადებითია ის, რომ გვიწევს ბევრი მოგზაურობა, ცხოვრება სხვადასხვა ქვეყანაში, უარყოფითი მხარე არის ის, რომ არ არიან შენი მეგობრები, ახლობლები, ოჯახის წევრები შენს გვერდით. ფაქტობრივად, არ გაქვს სახლი.
მორალურად ძალიან მეხმარება, ყველაფერში გვერდში მიდგას, ბავშვის მხრივაც. ვერ ვიტყვი, რომ შაის მარტო ვზრდი, რადგან მართლა თანაბრად ვართ ჩართული ბავშვის აღზრდაში.
მიჭირს, რადგან არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. წინა თამაშის შემდეგ იმდენი მოლოცვები მოგვდიოდა, რომ იმ ღამეს რომ დავიწყეთ მეორე საღამოს ძლივს დავდეთ ტელეფონი ოჯახის ყველა წევრმა“, - ამბობს ბუდუ ზივზივაძის მეუღლე ნინი კვერნაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: