Digest Logo

„იმედი ისევ დაბრუნდა, კიდევ უფრო ომახიანია, ისეთი, როგორც 200 ყივჩაღისა, მტრისკენ რომ წაიწია“ - გოგა ჩანადირი ნაკრებს ამხნევებს

1711439647
გოგა ჩანადირი

საქართველო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მატჩის მოლოდინშია. დღეს, 26 მარტს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩს თბილისში საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს ნაკრებს ამხნევებს.

„ეს სტადიონი დღეს გაივსება. ეს სტადიონი დღეს ფინალს მასპინძლობს.

ეს სტადიონი დღეს გვეტყვის, ევროპირველობაზე საქართველო იასპარეზებს თუ საბერძნეთი.

დღესაც ვერ მომინელებია, როგორ არ შეუშვეს მაყურებელი ჩრდ. მაკედონიასთან ფინალურ გათამაშებაში. საძაგელი ბრძანება გამოსცეს მაშინ და საქართველოს ნაკრები უგულშემატკივროდ დატოვეს და წავაგეთ 1:0.

მაშინ ჩაესვენა პირველი იმედის მზე, რომელიც იმ საღამოს ჯერ კიდევ მწველი იყო. ჩვენი გულების ცა ისე სასტიკად მოიქუფრა, ახლაც რომ იმ ღრუბლების ნაკვალევი გვამჩნევია, თუმცა, ეს იმედი დღეს ისევ დაბრუნდა. ეს იმედი კიდევ უფრო ომახიანია, ისეთი, როგორც 200 ყივჩაღისა, მტრისკენ რომ წაიწია. დღეს უფრო მეტად მჯერა, რომ ჩვენი გუნდი მოიგებს და თაობების ნატვრას აგვიხდენს.

წარმომიდგენია, რა მოხდება ამ ღამით, როცა „დინამო არენას“ გამარჯვებით დამუხტული გულშემატკივრები დატოვებენ და მოედენებიან ქუჩებს, ჩაივლიან რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე კიდევ ერთხელ იტყვიან, ჩვენ ერთი გუნდი ვართ, დიდება საქართველოს, გმადლობთ ბიჭებო!

წარმომიდგენია, რა მოხდება ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ბათუმში, რუსთავში, თითოეული ჩვენი თანამემამულის ოჯახში.

ეს ახალი საფეხბურთო ისტორიის დაწერის დღეა. ბიჭებო, იბრძოლეთ საქართველოსთვის. არ დათმოთ ერთი გოჯიც კი. დაწერეთ ახალი ისტორია. იგრძენით საქართველო და თქვენ ვერავინ გაჯობებთ, თქვენ ვერავინ დაგამარცხებთ, თქვენ აუცილებლად მოიგებთ ფინალს!“, - წერს გოგა ჩანადირი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„გოლით აღგენიშნოს“ - ოთარ კიტეიშვილი იუბილარია

🎥 ეთერ ლიპარტელიანის ორი ოქრო ტატამზე - სპორტსმენის სახალისო ვიდეო

რა გავლენას მოახდენს პლანეტა მერკურის რეტროგრადული მოძრაობის დაიწყება თითოეულ ადამიანზე - რა უნდა გააკეთოთ, რომ წარუმატებლობა თავიდან აირიდოთ