აფხაზეთის ომის ვეტერანი, პოლკოვნიკი ნუნუ ჯეირანაშვილი გადაცემის „პრაიმშოუს“ სტუმარი იყო, სადაც მისი ცხოვრების ურთულესი დღეები გაიხსენა.
როგორც თავად ამბობს, გადარჩენის შემდეგ იგი პატრიარქთან იმყოფებოდა და დაიფიცა, რომ იარაღს აღარ შეეხებოდა:
„ძალიან მძიმე ცხოვრება მაქვს გავლილი.
პირველი იყო ცხრა აპრილი, 3 თვე ვიწექი, მეორე ჯგუფი მომცეს იქ. ოფიცერი ვიყავი, დღეს პოლკოვნიკი ვარ.
ისიც სნაიპერი ქალბატონი იყო, დაახლოებით ვიცოდი სად იყო, ჩავუსაფრდი და ხეზე 2 დღე ვიჯექი. მესამე დღეს მანაც დამინახა და მეც დავინახე, ვაჯობე იმით, რომ ქამრით ტოტს მივები, თავი დავხარე და გასროლა მოხდა ამით.
იქ დანაღმული იყო ყველაფერი, აფეთქდა და ჩავიმარხე. ბიჭები ამბობენ, 45 წუთი იყავიო, სანამ ამომთხარეს. ფეხი მაქვს მოგლეჯილი.
მორგში დამდეს, იქ ვიყავი 3 დღე. ცხედრები რომ გამოჰქონდათ დასამარხად მაშინ ავამოძრავე თითი, ამით გადავრჩი და გადმომაფრინეს თბილისში“, - ამბობს ნუნუ ჯეირანაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ორი კვირა, რომელმაც შეიძლება შეცვალოს შენი ბედი“ - რა არ უნდა გააკეთო დაბნელების დერეფანში?
⭕ათენში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა - „როგორ მენანები, სიტყვები არ მყოფნის!“
⭕„ყველაზე ტკბილი მოლოდინი 🫶“ - ლევან წვერავასა და ნინი კენჭიაშვილის ოჯახური ფოტო