Digest Logo

მორწმუნეებისთვის მარიამობის მარხვა დაიწყო

1786682950
სანთელი, ეკლესია

დღეიდან, 14 აგვისტოდან, მორწმუნეებისთვის მარიამობის მარხვა დაიწყო.

მარხვა ორკვირიანია და 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე დასრულდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. ასევე უცნობია, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.

ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.