Digest Logo

„მოტივაცია ააყენებს ადამიანს ფეხზე, ხოლო დისციპლინა შორს წაგიყვანს“ - ზაზა ფაჩულია წარმატების ფორმულაზე

1752219827
ზაზა ფაჩულიაზაზა ფაჩულია

ზაზა ფაჩულია - ადამიანი, რომელიც ქართული სპორტის ლეგენდაა. მან კარიერის საუკეთესო წლები გაატარა NBA-ის სხვადასხვა გუნდში. იგი არ არის მხოლოდ წარმატებული სპორტსმენი, იგი ადამიანია ვისაც განვითარება არასოდეს შეუწყვეტია და წარმატებული სპორტსმენიდან, წარმატებული ბიზნესმენი გახდა.

ამჯერად ზაზა ფაჩულია, კაცმანის პოდკასტში იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. იგი ცოტა ხანით საქართველოში იმყოფება.

„მე არ ვყოფილვარ სუპერ ტალანტი მოთამაშე.. ბევრი უბრალოდ იძახის და ვერ ხვდება თუ რა არის ნამდვილი შრომა. გარდატეხა იყო ზოგადად ჩემს კარიერაში, რაც მოვძებნე გამოსავალი ეს იყო, შრომისმოყვარეობაა. - motivation gets you going - მოტივაცია ააყენებს ადამიანს ფეხზე და რაღაცას დააწყებინებს, ის მოგცემს მუხტს, ხოლო დისციპლინა შორს წაგიყვანს. ბრძოლისუნარიანობა დედაჩემისგან ვისწავლე. წარმოიდგინე ერთმა სიტყვამ, ერთმა არასწორმა გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება ისევ ქვემოთ ჩამოგიყვანოს და უკან წასვლა არ მინდოდა. კალათბურთმა მასწავლა ის, რომ ავირჩიო სწორი ადამიანები“,- ამბობს იგი.