
მდინარე მტკვარში 2 დღის წინ გადავარდნილი მანქანა მაშველებმა წყლიდან დღეს დილით ამოიყვანეს. დადასტურდა, რომ მანქანაში იყო ორი მგზავრის ცხედარიც.
კიდევ ერთი დაკარგული მგზავრის საპოვნელად სამძებრო ოპერაცია გრძელდება.
ერთ-ერთი გარდაცვლილის უტა ელიავას და წერს, რომ მისი ძმის ცხედარი ნაპოვნია.
„მოვდივარ დაიკო. შენი გაყინული სხეულის ჩასახუტებლად ჩემო, როგორ გციოდა ღმერთმა იცის“, - წერს ანკა ელიავა.
როგორც სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი გარდაცვლილ უტა ელიავას ჰყავდა მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი.
რაც შეეხება მეორე ცხედარს, რომელიც მაშველებმა იპოვეს, ჯერჯერობით უცნობია ის გიორგი შამუგიას ეკუთვნის თუ მესამე მგზავრს, რომელიც მათთან ერთად ტრაგედიის დროს იმყოფებოდა ავტომობილში.