სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მრევლი ემშვიდობება.
სამების საკათედრო ტაძრის კარი მრევლისთვის გაიღო.
ამასთან, გაკეთდა ერთი, მცირე დერეფანი, რომლის მეშვეობითაც მრევლს შესვლა და პატრიარქისთვის პატივის მიგება ისევ შეუძლია.
სამების საკათედრო ტაძარში წირვა მიმდინარეობს, რომელსაც პატრიარქის მოსაყდრე აღავლენს.
უწმინდესს სამების საკათედრო ტაძრიდან 15:00 საათისთვის გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყება.
სიონის ტაძრამდე გზაზე, მოეწყობა ცოცხალი დერეფანი, ასევე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ამ გზაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე თვალი ადევნონ სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში.
როგორც ცნობილია, ილია მეორის დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.
კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.